воскресенье, 4 июня 2017 г.

მეშვიდე დღე

დღეს ვიმუშავე პორტფოლიოს შეფასების რუბრიკაზე.  მნიშვნელოვანია, რომ შეფასება გაწერილი იყოს დროში. ვინაიდან შეფასება მუდმივი პროცესია, ის გამოიყენება მთელი პროექტის განმავლობაში:პროექტის დასაწყისში, მსვლელობის დროს და პროექტის დასასრულს. ვიმუშავე შეფასების სტრატეგიებზე, ჩემი გეგმიდან გამომდინარე შევარჩიე სასურველი მეთოდები და ჩავსვი პროექტის გეგმაში.
ასევე ვიმუშავე ჩეკლისტის შექმნაზე და  შევადგინე რუბრიკა პროდუქტისთვის.
სამუშაო დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

четверг, 1 июня 2017 г.

დღე მეექვსე

  დღეს ვისწავლე ბლოგზე მუშაობა. სურათების დადება. განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. ნაშრომში მკაფიოდ უნდა იყოს განსაზვრული მისი მიზნები.        პროექტზე მუშაობის პერიოდში, სასურველია, ჯგუფის თითოეულ წევრს გავუწეროთ მოვალეობები, პერიოდულად შევაფასოთ, წავახალისოთ და მივცეთ შემდგომი მითითებები. ასევე შევუქმნათ ჯგუფებს ჩეკლისტები.
  ვისწავლე გაზეთის აწყობა, ვორდის შაბლონების გამოყენება, ასევე ახალი დოკუმენტის შექმნა, დიზაინის და ზომების შეცვლა საჭიროების შემთხვევაში.

პროექტის პორტფოლიო

"დაეხმარე ბუნებას"